მილიადერი ილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ბირთვია და თუ მას გამორთავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
“მე პირდაპირ გამოვიწვიე პუტინი უკრაინის გამო ერთი-ერთზე ფიზიკურად დასაპირისპირებლად და ჩემი “სტარლინკი” უკრაინის არმიის ბირთვს წარმოადგენს. თუ მას გამოვრთავ, უკრაინელთა ფრონტის ყველა ხაზი, უბრალოდ, ჩამოიშლება.
რაც ჩემს შეშფოთებას იწვევს, ეს არის სასაკლაო, ჩიხი, სადაც უკრაინა შეუქცევადად აგებს. ამიტომ ყველას, ვინც ზრუნავს ამ ქვეყანაზე, ყველას, ვინც აზროვნებს, უნდა, რომ ეს ხორცსაკეპი მანქანა, ბოლოს და ბოლოს, გაჩერდეს”, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.