უკრაინის პროკურატურას არ მიუღია მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე

მოთხოვნა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე საქართველოდან 2017 წელს არ შემოსულა. ამის შესახებ იუწყება “რადიო თავისუფლება”, რომელიც ეყრდნობა უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2014 და 2015 წლებში საქართველოდან უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადება, რომ უკრაინამ დაიწყო სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით “საექსტრადიციო შემოწმება”. მისი თქმით, უკრაინას მიღებული აქვს საქართველოდან მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე.
ამ ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო РБК-Україна.

banner
წინა სტატიაში„დარგე ერთი ხე დღესვე“ – სოციალური პროექტი
შემდეგი სტატია,,ვაშინგტონ პოსტი,, – ალიევი იქცევა როგორც ტირანი