უკრაინის პროკურატურამ შს მინისტრ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – გენპროკურორი იური ლუცენკო ავრცელებს. საქმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კორუფციის წინააღმდეგ მოქმედი ცენტრის” მიერ პროკურატურისათვის მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა. გენპროკურორის პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა, რომ შესაძლებელია მინისტრის ბრალეულობა არ დადასტურდეს.
“მოქმედი შს მინისტრის წინააღმდეგ აღძრული საქმე, შესაძლებელია, უსაფუძვლო აღმოჩნდეს და საჭირო არ გახდეს მისი სისხლის სამართლებრივი დევნა” – პრეს-მდივანს “ბიბისი” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა შს მინისტრს არსენ ავაკოვს არა ერთხელ დასდო კორუფციაში ბრალი.

banner
წინა სტატიაშიკანადელი ნარკომანები ჰეროინს რეცეპტით მიიღებენ
შემდეგი სტატიაფხენიანის მოსახლეობამ ატომური პოლიტიკის მხარდასაჭერად გრანდიოზული მიტინგი გამართა