უკრაინის პროკურატურამ სავჩენკოს ტერაქტის მოწყობაში დასდო ბრალი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უმაღლესი რადას დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტში ტერაქტის მომზადებაში დასდო ბრალი და წინადადება წამოაყენა, რომ მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნან.

“გამოძიებას იმის უეჭველი დამამტკიცებელი მასალები აქვს, რომ ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის სახალხო დეპუტატი პირადად გეგმევდა, პირადად იბირებდა, პირადად აძლევდა დავალებებს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ, აქ, ამ დარბაზში ტერორისტული აქტი” – თქვა ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სავჩენკოს მიზანი იყო ორი ლოჟა ხელყუმბარებით აეფეთქებინათ, ხოლო ის, ვინც გადარჩებოდა, ავტომატებით დაეხოცათ – დაამატა ლუცენკომ.

ხვალ ის სავჩენკოს დაკავებას მოითხოვს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო უმაღლესმა რადამ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტიდან გარიცხა.
თავის მხრივ, სავჩენკომ თქვა, რომ უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ ზარმაცს არ უფიქრია უმაღლესი რადას, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფეთქება.
დღეს სავჩენკო უშიშროების სამსახურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, ის ვლადიმირ რუბანის საქმეზეა გამოძახებული, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები კიევში ტერაქტების მოწყობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

“მთავრობაზე თავდასხმა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა – ეს კარგი ბრალდებაა, კარგია იმიტომ, რომ მე უკრაინის სამხედრო ძალების ოფიცერი ვარ. როგორც ოფიცერმა, მე უკრაინელ ხალხს ფიცი მივეცი, რომ დავიცავდ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიატრამპის რჩეული – ამერიკელი აგენტის გასაიდუმლოებული ბიოგრაფია