უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა.

საუბარია სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზე. ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა. როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმის გამოძიების განახლების მიზეზი საგამოძიებო და პროცესუალური ღონისძიებების ჩატარებაა.

თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პროკურატურამ საქმის განახლება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მან 1-ელ აპრილს უკრაინაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღურიცხავი, შემოწმებას დაქვემდებარებული 41 ობიექტი მოიძია
შემდეგი სტატიარა წერია საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 41-პუნქტიანი განცხადების სამუშაო ვერსიაში