უკრაინის პროკურატურამ იანუკოვიჩი მაიდანზე ადამიანების დაღუპვაში დაადანაშაულა

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდანზე მომიტინგეების მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული – ამის შესახებ გუშინ, კვირას განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა.
მისი თქმით, იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება თითქმის დასრულებულია.
“საქმე პრაქტიკულად დასრულებულია. ცხადია, რომ ის (ყოფილი პრეზიდენტი-რედ) საკუთარი ხალხის მეშვეობით მაიდანზე მკვლელობას უწევდა ორგანიზებას” – განაცხადა ტელეკომპანია “ინტერის” ეთერში გენერალურმა პროკურორმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ვიქტორ იანუკოვიჩის პასუხისგებაში მიცემა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია იმ იარაღის ფრაგმენტები, საიდანაც მაიდანზე აქციის მონაწილეებს ესროდნენ.
2014 წლის ზამთარში კიევში, საპროტესტო აქციის მსვლელობისას 106 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა