უკრაინის პროკურატურამ დაასახელა რუსი დეპუტატის მკვლელობის დამკვეთი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ დასრულდა რუსეთის სახელმწიფო სატათბიროს ექს–დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობის ფაქტის გამოძიება. ამის შესახებ იუწყება ინტერნეტ–გამოცემა «112 Украина». მისი თქმით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დეპუტატის მკვლელობის ფაქტიური დამკვეთი არის კრიმინალური ავტორიტეტი ვლადიმერ ტიურინი. “დამკვეთს ჰქონდა მკვლელობის პირადი მოტივაცია – 8 წელი იგი იყო მაქსაკოვას სამოქალაქო ქმარი, რომელიც მკვლელობის მომენტში ვორონენკოვის მეუღლე გახლდათ”, – დააზუსტა ლუცენკომ. მისი თქმით, კონკრეტულად მკვლელობა ჩაიდინეს უკრაინის მოქალაქეებმა : ვასილენკომ, ლოსმა,ლევენეცმა და ტარასენკომ. ორი მათგანი დაკავებულია, ხოლო ორი – ამჟამად ძებნაშია.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი გაისად აპირებს რუსეთს ეწვიოს