უკრაინის პროკურატურა სააკაშვილი-კურჩენკოს კავშირებზე გამოძიებას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილი-კურჩენკოს კავშირებზე გამოძიებას აგრძელებს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გერმანულ ტელეკომპანია “Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი-კურჩენკოს საუბრის ჩანაწერი, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულების სახით აქვს წარმოდგენილი, ავთენტურია.

მისი თქმით, მოსკოვში გაქცეულმა უკრაინელმა ოლიგარქმა, სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად, მასთან დაახლოებულ პირებს 200 ათასზე მეტი დოლარი გადასცა.

იური ლუცენკოს განცხადებით, მოვლენების შემდგომი განვითარება, გამომძიებლებსა და პროკურორებზე, შემდეგ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიტრაპზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაიალოვიცი: საქართველოში მესიების ერა უნდა დამთავრდეს და მთავრობამ ქვეყანა დამოუკიდებლად უნდა მართოს