უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი სამხედრო ექიმი, ქეთი ლეშკაშელი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.
ორდენის ფოტო ლეშკაშელმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ქართველი ექიმი “ინტერნაციონალურ ლეგიონში”, ჯგუფ “ბრავო”-ში 2022 წლის სექტემბრიდან ირიცხება.
















