უკრაინის პრეზიდენტმა ესტონელი სპეციალისტები რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში მიიწვი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სრულ ემბარგოსა და ომის დანაშაულების გამოძიებაზე.

“დიდი მადლობა რომ უკრაინისთვის ასე მძიმე მომენტში თქვენთან სიტყვით გამოსვლის საშუალება მომეცით. მაშინ როდესაც რუსეთი ანადგურებს უსაფრთხოების პრინციპებს რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას გვაძლევდა. სერიოზულად უნდა მივუდგეთ რესეთის აგრესიას. რუსები მშვიდად განიხილავენ მეზობელი ქვეყნების დაპყრობის შესაძლებლობას. ამზადებენ საკუთარ მოქალაქეებს და თავში უნერგავენ თითქოს მეზობლების წინააღმდეგ ომი ნორმალურია. ევროპაში ისევ დაბრუნდა საკონცენტრაციო ბანაკები და დეპორტაცია, ის რაც ჩვენმა ერებმა ერთხელ უკვე გადაიტანეს. დეპორტირებულ უკრაინელებს ყველაფერს ართმევენ და უკან დაბრუნების საშუალებას უკარგავენ. ბავშვებს მშობლებთან აშორებენ და უკანონოდ აშვილებენ. უკრაინული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ აკრძალულ ბომბებს და იარაღს იყენებენ. რატომ აკეთებს რუსეთი ამას ?! დარწმუნებული ვარ ამაზე პასუხი ყველამ იცის. რუსეთში არ სჯერათ რომ ევროპა მათ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ჩემო ძვირფასო ესტონელებო დადგა დრო რუსეთი შევაჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თვითონ არ შეჩერდება და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს უსაფრთხოება არ ექნება. ” თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ესტონელი სპეციალისტები რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში მიიწვია:

“მოგიწოდებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებისას, ევროკავშირის დონეზე დაიცავით რუსული ბანკების სრული დაბლოკვის აუცილებლობა. ყველა და არა მხოლოდ გარკვეული ბანკების. მოგიწოდებთ, საბოლოოდ დაამატოთ ემბარგო სანქციების პაკეტში. საჭიროა რომ ემბარგო ევროკავშირის მასშტაბით დაწესდეს. ასევე ვიწვევ თქვენს სახელმწიფოს და თქვენს სპეციალისტებს რუსული არმიის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფს შეუერთდნენ. ექსპერტების მხარდაჭერა შეუცვლელია, მაშინ როდესაც სამხედრო დანაშაულთა რიცხვი ათეულობით ათასია. მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა, წამება, გაუპატიურება, საავადმყოფოების დაბომბვა, სამშობიაროების დაბომბვა, საკვების საწყობების დაწვა, თავშესაფრების საარტილერიო დაბომბვა, სადაც ბავშვები იმალებიან… არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც რუს ჯარისკაცებს 49 დღის განმავლობაში არ ჩაუდენიათ. 21-ე საუკუნეში თავისუფლება უნდა დავიცვათ. მადლობელი ვარ ესტონეთის რომ უკრაინის ინტერესებს მხარს უჭერთ და მის გვერდით დგახართ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია.” განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა უკრაინიდან იძულებით, 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს – ზელენსკი
შემდეგი სტატიარასაც ჩვენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვხვდებით, ეს არის აბსოლუტურად საგანგაშო, იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები – ხოშტარია