უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარიზის დეკლარაცია არის ძალიან კონკრეტული შეთანხმება

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარიზის დეკლარაცია არის ძალიან კონკრეტული შეთანხმება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა პრესკონფერენციაზე პარიზში, სადაც უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

„ეს ასახავს კოალიცისაა და ევროპული ქვეყნების სურვილს, იმუშაონ მშვიდობისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც მთლიან პროცესს ხსნის.

„„მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების უმეტესობაში საჭიროა მათი პარლამენტების მხარდაჭერა. ამიტომ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ეს პროცესი ქვეყნების პარლამენტებში გადაინაცვლებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის გუნდთან ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე, რათა არ მოხდეს მშვიდობის დარღვევა.

„ამერიკა მზად არის, იმუშაოს ამ საკითხზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის [აგრესიის] შეკავება. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც არ დაუშვებს ახალ რუსულ აგრესიას“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლაა ამერიკულ ჯგუფთან დოკუმენტებზე მუშაობაში. მან ასევე გამოაცხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მომდევნო შეხვედრების შესახებ. ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება დოკუმენტების ხელმოწერა.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს იმ ძალებს, რომლებმაც არ უნდა დაუშვან რუსული აგრესიის განმეორება. ამერიკის მხრიდან გარანტია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს უნდა იყოს გარანტიები, რომლებიც დაფუძნებულია იურიდიულ ვალდებულებებზე, კერძოდ, დამტკიცებულია აშშ-ის კონგრესის მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

 

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი’’ გილოცავთ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
შემდეგი სტატია„როიტერს“: გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად შეიარაღებული ძალების ჩართულობაც განიხილება