უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურმა უარყო ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადება, რომ მან უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ შეათანხმა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ შეთანხმება არ ყოფილა და, როგორც ჩანს, არც იქნება.
„ბატონმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროები უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს, ტაკერ კარლსონი კი იქ არ არის“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
















