უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის შესახებ უნგრეთის პარლამენტის სპიკერის მკაცრ განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი გამოეხმაურა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის ლასლო კევერის განცხადებებს ზელენსკის სავარაუდო „ფსიქიკური პრობლემის“ შესახებ.
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ზე განაცხადა.
“ერთადერთი” პრობლემა “ევროპულ ოჯახში, ბატონო ლასლო კევერი, არის უნგრეთი, რომელიც ბლოკავს ნებისმიერ რეაქციას რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში. ოფიციალურმა ბუდაპეშტმა უნდა შეწყვიტოს კანიბალისტური პოზიციით ტრაბახი”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
პოდოლიაკის თქმით, ასეთი განცხადებები უნგრეთს არ დატოვებს საუკეთესო ადგილს ისტორიის წიგნებში.

banner
წინა სტატიაშიამერიკული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები Paladin M109 უკვე უკრაინის ფრონტზეა
შემდეგი სტატიაგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო