უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შესთავაზა.
კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მოკლედ განაცხადა, რომ აღნიშნული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.
მანამდე გამოცემა Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა ჩასულიყო მოსკოვში ომის დასასრულებლად პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
მედიასაშუალების წყაროების თანახმად, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული წინადადება მაშინვე უარყო.








