უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებები დაიწყეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს.
კერძოდ, არსებული ცნობებით, უკრაინელი სამხედროები შეტევას ახორციელებენ სუჯის მხრიდან სოფელ ბოლშოე სოლდატსკოეს მიმართულებით.
„კურსკის ოლქი, კარგი სიახლეები, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ერმაკმა.
რამდენიმე დღით ადრე, პირველ იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკის მიმართულებაზე ჩავიდა და უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.