უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინული გამოცემის „დოსტუპ დო პრავდის“ მოთხოვნა, წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების ასლი, არ დააკმაყოფილა.

„გამოთხოვილი ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთვემის შესახებ არის კონფიდენციალური და სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეხება, მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის წერილობითი ნებართვა უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოდგენილა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხში.

გამოცემა „დოსტუპ დო პრავდის“ ამ პასუხის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის გაცემის შედეგად მიყენებული ზარალი საზოგადოებრივ ინტერესებს არ აღემატება.

 

 

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლთან ფერეიდნელები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატია,,32-ე სკოლის შემთხვევით შიდა აუდიტის დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა”