5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ჩავედი საუდის არაბეთში. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. ვაფასებთ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მზად არიან, ჩვენთან ერთად იმუშაონ უსაფრთხოებისთვის”, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინამ სამხედრო ექსპერტები გააგზავნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ კი კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება
შემდეგი სტატიაისტორიაში პირველად ნატოს 32-ვე წევრმა მიაღწია თავდაცვისთვის მშპ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს