25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზელენსკი ავრცელებს.

„როგორც ყოველთვის კარგი შეხვედრა მქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-სთან. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, ხალხს და გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში გუშინ ჩავიდა, სადაც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა. ლიდერებმა უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და სამართლიანი მიღწევისთვის საჭირო პირობები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშისამებაში ჩვილთა 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა — მოინათლა 600-ზე მეტი ბავშვი
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს