პოლონეთში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის პოლონელ კოლეგას, კაროლ ნავროცკის შეხვდა.
ეს ორ ლიდერს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც კაროლ ნავროცკიმ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს თანამდებობა დაიკავა. ვარშავაში უკრაინის ლიდერს უკრაინის ჰიმნით დახვდნენ.
ნავროცკისთან შეხვედრის შემდეგ, ორი ლიდერი პრესკონფერენციას გამართავს.
ზელენსკი ვარშავაში ნავროცკის გარდა შეხვდება სეიმის და სენატის სპიკერებს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.


















