უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს დიპლომატიური მუშაობის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.
„მიხარია, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა. ინფორმაცია გავუზიარე სამმხრივ ფორმატში აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მზადების, ასევე, მხარეების პოზიციების შესაძლო ცვლილების შესახებ“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ასევე, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ და რუტემ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება და ნატო-ს PURL ინიციატივის ფარგლებში მუშაობის გაგრძელების საკითხი განიხილეს.
















