“უკრაინის პრეზიდენტი არცხვენს უკრაინას, სააკაშვილი უნდა გაუშვან დარბაზიდან სახლში” – იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ესწრება, განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს.

პარტია“ ბატკივშინას“ ლიდერი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა გაათავისუფლონ დარბაზიდან.

„ასეთი სასამართლო გარჩევების და ასეთი პროკურორების პირობებში, უკრაინის პრეზიდენტი არცხვენს უკრაინას და ამიტომ, აუცილებლად დადგება იმ თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მართავენ აბსოლუტურად უსაფუძვლო სასამართლო პროცესს. გარდა ამისა, თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დარბაზიდან სახლში. ნებისმიერი აღკვეთის ღონისძიების გარეშე,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე წარმოადგინეს შესაბამისი შუამდგომლობები. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

banner
წინა სტატიაშისაახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს