უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებაზე იმყოფებოდა. ზელენსკი ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ბატალიონის მეთაურებთან აქტუალური საკითხები განიხილა.

“დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს ბრიგადებს, რომლებიც იბრძვიან ერთ-ერთ ცხელ წერტილში, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით, სადაც რუსი ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ ჩვენს პოზიციებზე შეტევას…

ჩვენ შევხვდით ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურებს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის, აქტუალური საკითხებისა და საჭიროებების განსახილველად. თითოეული ჩვენი საბრძოლო ბრიგადა, თითოეული მეომარი, რომელიც ოკუპანტებს ანადგურებს, ამტკიცებს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა, ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაშეეჩვიეთ რუბლის ზონაში ცხოვრებას – პესკოვი