უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, ამიერიდან, ისტორიაში პირველად, უკრაინას აქვს პირობების სრული პაკეტი, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
როგორც სვირიდენკო აცხადებს, 2025 წლის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო პირობები – საორიენტაციო მაჩვენებლები – სამი სხვა კლასტერისთვის: „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საფუძვლები“, „შიდა ბაზარი“ და „საგარეო ურთიერთობები“.
„ჩვენ თავდაჯერებულად მივდივართ ევროპული ინტეგრაციის დაგეგმილ გზაზე. შემდეგი ნაბიჯებია ამ კლასტერების წარმატებით დახურვა და გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერა, რაც იქნება საბოლოო ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ“, – აღნიშნა სვირიდენკომ.
















