უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა, – ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შმიგალთან ერთად უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან ფინანსთან მინისტრი სერგი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის მმართველი კირილო შევჩენკო.

Reuters-ის ცნობით, უკრიანული დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება უკრაინის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ, მას შემდეგ რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსულ აგრესიას 200 ბავშვი ემსვერპლა
შემდეგი სტატიაიერუსალიმში, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი დაკავებულია