უკრაინის პრემიერ-მინისტრი – არ ვიცით, რა მოვუხერხოთ სააკაშვილს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე არა უკრაინის მთავრობის, არამედ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაში შედის. ამის შესახებ გროისმანმა კიევში, ერთ-ერთ ფორუმზე განაცხადა.

„არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ სააკაშვილთან მიმართებით. ვიცი რეფორმების გატარება, მაგრამ არ ვიცი, რა მოვუხერხო პოპულისტ პოლიტიკოსს. ის გვპირდებოდა, რომ უკრაინაში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდა. სიმართლე გითხრათ, აქ არც მისი წარმატება დამინახავს და არც მის მიერ გატარებული რეფორმები“, – განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის მთავრობა არ აღიარებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობებს
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დასრულდა