უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების მიზნით, შავ ზღვაში სავაჭრო გემების განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით, მოსკოვში თურქეთის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების მიზნით, შავ ზღვაში სავაჭრო გემების განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით, მოსკოვში თურქეთის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, ანკარის განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, რომლებსაც თურქი და რუსი გენერლები ხელმძღვანელობდნენ, კონსტრუქციულად და პოზიტიურად წარიმართა.

მედია იუწყება, რომ მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინის პორტებში სავაჭრო გემების განბლოკვის საკითხის მოსაგვარებლად თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს დელეგაციების შეხვედრა გადაწყდა. ოთხმხრივი შეხვედრა, ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა, თურქეთში უახლოეს კვირებში გაიმართოს.

როგორც მედია წერს, მოსკოვში გამართულმა შეხვედრამ პირველი კონკრეტული შედეგი გამოიღო და მოლაპარაკებების დასრულებიდან ფაქტობრივად რამდენიმე საათის შემდეგ თურქულმა სატვირთო გემმა Azov Concord-მა უკრაინის მარიუპოლის პორტი დატოვა.

მედიის ცნობით, Azov Concord გახდა პირველი უცხოური ხომალდი, რომელმაც დატოვა უკრაინის პორტი, რომელსაც რუსული არმია და სეპარატისტები აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, 100 მილიონის ქონება აქვს – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ყველა სამკურნალოა, სასწაულია