უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა კიდევ ექვსმა გემმა მიიღო

123

შავი ზღვის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის გავლის ნებართვა კიდევ ექვსმა გემმა მიიღო, – ამის შესახებ გაეროს მიერ მხარდაჭერილი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა გემმა, MV Kafkam Etler-მა და MV Zelek Star-მა, უკვე გაიარა ინსპექტირება მარმარილოს ზღვაში და ოდესაში, ჩორნომორსკის პორტში დასატვირთად წასვლის ნებართვა მოიპოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, დანარჩენი ოთხი გემის – MV Great Arsenal-ის, MV Zumrut Ana-ის, MV Ocean S-ისა და MV Kubrosliy-ის ინსპექტირება სამშაბათს არის დაგეგმილი და თუ ინსპექტირება წარმატებით ჩაივლის, აღნიშნული გემები ჩორნომორსკში გაემგზავრებიან.

banner
წინა სტატიაშისაია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან