უკრაინის პოლიციის კიდევ ერთ მაღალჩინოსნად გიორგი გრიგალაშვილი დაინიშნა

უკრაინის პოლიციის მაღალჩინოსნად კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა. უკრაინის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გიორგი გრიგალაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას გიორგი გრიგალაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელიც მანამდე საქართველოს საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ “სეგოდნყა.უა” იუწყება.
“თქვენ განახორციელეთ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის რეფორმის დემონსტრირება და იგივე უნდა განახორციელოთ უკრაინაშიც. იმედს ვამყარებ თქვენს პროფესიონალიზმსა და წესიერებაზე”, – მიმართა პროშენკომ გრიგალაშვილს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად 4 ნოემბერს საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე დაინიშნა. უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, მან გიორგი გრიგალაშვილს საქართველოს სამართალდაცავი სისტემის რეფორმირების ერთ-ერთი მოტორი უწოდა.
გიორგი გრიგალაშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციას 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვიდან 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპარიზში უსაფრთხოების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ