უკრაინის პოლიციამ ტარიელ ონიანის ნათესავი, ასევე “კანონიერი ქურდი” დააკავა

ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, უკრაინის პოლიციამ „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „მამუკა” დააკავა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, პერსონალური სპეციალური სანქციები ჰქონდა შეფარდებული. უწყების ინფორმაციით, “მამუკა” ასევე “კანონიერი ქურდის,” ტარიელ ონიანის ნათესავია და მან “სტატუსი” 2013 წელს, სტამბულში მიიღო.
45 წლის მამაკაცი 10 მაისს, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს მისი უკრაინიდან იძულებითი ექსტრადიციის საკითხის განხილვა.

banner
წინა სტატიაშიდაუშვილი – შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პარტიები გამოიყენოს
შემდეგი სტატიაზელენსკი – მივესალმებით ფინეთის მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებაზე