უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა პოროშენკოს პუტინთან პირისპირ დიალოგი ურჩია

უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან დიალოგი უნდა დაიწყოს.
“რთულია, პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. მოდით, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, ავიღოთ ათი განსახილველი საკითხი და დავიწყოთ ერთიმეორის მიყოლებით განხილვა. როცა ადამიანები საუბრობენ, იარაღი არ ხმაურობს” – თქვა კრავჩუკმა.

19 აგვისტოს უკრაინის სამმხრივი კონტაქტის მინსკის წარმომადგენელმა, ევგენი მარჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრაზე უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა
შემდეგი სტატიაCoca-Cola-ს მარსელის ქარხანაში კოკაინის პაკეტები აღმოაჩინეს