უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა 60 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსული სამაშველო გემი „Спасатель Василий Бех“ კი ჩაიძირა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების ჩათვლით, ერთ დღეში 120-მდე საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და მტერს 2 საჰაერო დარტყმა მიაყენეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტრის დადასტურებული დანაკარგები შეადგენს: 57 ჯარისკაცსა და 18 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის: T-72 ტიპის ტანკს, Msta-B ტიპის ჰაუბიცას, სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკას და საავტომობილო ტექნიკას. განადგურებულია მტრის საველე საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი.

ამასთან, ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა რუსულ საბუქსირო სამაშველო გემ „Спасатель Василий Бех“-ს და ჩაიძირა ბორტზე მდებარე TOR-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად.

banner
წინა სტატიაშიოდესის რეგიონში უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო – მათიკაშვილი ევროკომისიაზე