უკრაინის ომბუდსმენი – საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე დამაყოვნეს და მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.

„გუშინ არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე უნდა ვთქვა, უბრალოდ ეს არ მითქვამს გუშინ და დღეს დილითაც არ ვთქვი, რომ იქნებ სააკაშვილთან ციხეში არ შევეშვი – გუშინ 40 წუთის განმავლობაში მე მეკითხებოდნენ, რისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე დამკითხეს და ასევე, დამაყოვნეს და მხოლოდ ჩემი მხრიდან გარკვეული ზარების განხორციელებისა და მუქარის შემდეგ, შემომიშვეს, ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის,“- განაცხადა ომბუდსმენმა.

banner
წინა სტატიაშიგავრილოვი ჩამოჰყავთ და გორდონს არ უშვებენ! მეტი როგორ აგიხსნან საკუთარი პრიორიტეტები? – ხოშტარია “ოცნებაზე”
შემდეგი სტატიაშენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი: სააკაშვილი ივანიშვილს