უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს.
“ოკუპანტების ცინიზმსა და სისასტიკეს ზღვარი არ აქვს! რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს”. – წერს Telegram-ში ლუბენცი.
დახვრეტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ომბუდსმენმა შესაბამისი საჩივრით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.
“ეს არის ჟენევის კონვენციისა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის წარმოების წესების უხეში დარღვევა”. – წერს ომბუდსმენი.
სხვადასხვა მონაცემებით 2024 წელს ფრონტზე გახშირდა რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის ფაქტები.