მე რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისართან, იანა ლანტრატოვასთან. გუშინ – კვლავ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით,- ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.
,,თითოეული გაცვლა – ეს არის მოლაპარაკებები და შანსი პროგრესისთვის ჩვენი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების საკითხში.
ცალკე მაცნობეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩვენს ბიჭებთან დაუშვეს უცხოელი წარმომადგენელი – რომის პაპის, ლეონ XIV-ის სპეცწარმომადგენელი, კარდინალი მათეო ძუპი. ასევე, დამცველებმა დაადასტურეს, რომ მათთან რუსეთის კომისრის წარმომადგენლებმაც დაიწყეს ვიზიტი.
იმედი მაქვს, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდება. ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ, რათა ჩვენი მოქალაქეები ბრუნდებოდნენ რუსეთის ტყვეობიდან”,- ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.

















