უკრაინის ომბუდსმენი ხვალ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა 16 ნოემბერს, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს, – ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ომბუდსმენი გეგმავს შეამოწმოს, რამდენადაა დაცული მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ასევე მისი პატიმრობის პირობები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

ლუდმილა დენისოვა პრესისთვის კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია… მე გაჩერებას არ ვაპირებ – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი – შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა