უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება ბრიუსელმა დაგმო

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარება ევროკავშირმა დაგმო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ბრიუსელში კატეგორიულად გმობენ რუსეთის მიერ არალეგიტიმური ე.წ. არჩევნების ჩატარებას ყირიმში, სევასტოპოლში, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილში“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ლეგიტიმაციის მიზნით, რაც უკრაინის ტერიტორიის ანექსიას ნიშნავს.

„არჩევნები საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევაა, ასევე უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა. ევროკავშირი ამ ე.წ. არჩევნების ფაქტს არასოდეს აღიარებს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა პირი თავის უკანონო ქმედებებზე პასუხს აგებს“, – აცხადებს ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი და ანგარიშვალდებული – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს გამოუყოფს – ბერბოკი