უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ იური ლუცენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ იური ლუცენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმის წარმოება გენპროკურორის სავარაუდო გამდიდრების ფაქტზე მიმდინარეობს.

ძიების დაწყების გადაწყვეტილება კიევის სასამართლომ ოქტომბრის ბოლოს მიიღო. ლუცენკოს ყოფილი მოადგილე, რენატ კუზმინი კი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე აღიძრა.

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს პრესმდივნის თქმით, გამომძიებელთა სამიზნე მხოლოდ გენპროკურორია და ძიებაც შესაძლო “უკანონო გამდიდრების” მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსუდან შარაძე – ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი
შემდეგი სტატიამაია ბითაძე – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება