უკრაინის ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შედგა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა აჩილ ფრანგიშვილმა და უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ რექტორმა, პროფესორმა ევგენი სოკოლმა.

სტუ-ის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისა დაუნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსამოწვევით, მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენსაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისადაკულტურისკომიტეტისთავმჯდომარემარიამჯაში, პარლამენტის წევრი, საქართველოსსაინჟინრო და საქართველოსენერგეტიკისაკადემიებისნამდვილიწევრი რევაზ არველაზე, უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი და სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისადაკულტურისკომიტეტისთავმჯდომარემ,მარიამჯაშმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მათგარგლებში შემუშავებული პროგრამები, რაც სისტემის მთლიან მოდერნიზაციას ითვალისწინებს, სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ერთი მხრივ, საქართველოს განათლების სისტემა აძლიერებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნების განათლების სისტემებთან, მეორე მხრივ, ზრუნავს განავითაროს მეცნიერება და მოიზიდოს დაფინანსება სამეცნიერო კვლევებისთვის. მარიამ ჯაშის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე, არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკურ სკოლასთან თანამშრომლობა, რისი გარანტიც აღნიშნული მემორანდუმი იქნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის სამეცნიერო სკოლის მსოფლიო მნიშვნელობასა და იმ მჭიდრო ურთიერთობებზე, რომელიც ქართულ სამეცნიერო სკოლას უკრაინულთან ათეული წლების მანძილზე აკავშირებს. როგორც არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ქართულ და უკრაინულ უნევერსიტეტებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის იმდენად, რამდენადაც ეს იძლევა ახალ შესაძლებლობებს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის, რაც უდავოდ დიდ სამეცნიერო სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ უნივერსიტეტებს, არამედ ორივე ქვეყანას.

როგორც უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ რექტორმა ევგენი სოკოლმა აღნიშნა, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის სამეცნიერო დარგებში ძველი მეგობრობა არა მხოლოდ ძლიერდება, არამედ განვითარების ახალ ფაზაში გადადის. მისი თქმით, მემორანდუმი და ის სინერგია, რაც ორ უნივერსიტეტს შორისაა, საფუძველს ჩაუყრის ახალ სამეცნიერო ტრადიციებს, გააერთიანებს ორივე ქვეყნის ნიჭიერ თაობებს და ახალ ერთობლივ სამეცნიერო მიზნებს დაუსახავს მათ.

მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-თან ნაყოფიერი და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, უკრაინის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, პროფესორ ევგენი სოკოლს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკრულმა სტიკერმა ხმაური გამოიწვია
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მცირე მეწარმეებთან დაკავშირებული რეფორმა, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს