უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს. ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის რეგიონებისკენ მიფრინავს, ხოლო ზღვიდან გაშვებული ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზეა მიმართული.

ამჟამად ცნობილია, რომ აფეთქებები მოხდა ვინიცის რაიონში, კროპივნიცკისა და კრივოი როგში. გარდა ამისა, ადგილობრივი საჯარო გვერდები იუწყებიან აფეთქებების შესახებ დნეპერში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხმელნიცკიში, ლუცკში, ზაპოროჟიეში, ჩერნიგოვში, როვნოსა და ჟიტომირში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დაზვერვამ ბელარუსს საზღვართან რუსული  Wagner-ის დაქირავებული ჯარისკაცების ყოფნა დააფიქსირა
შემდეგი სტატიარუსეთში, სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა