უკრაინის მთავრობის ჩინოვნიკი რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა (ვიდეო)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების  სამსახურმა, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში მომუშავე მაღალი რანგის ჩინოვნიკი დააკავა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედება ბრალად და რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ჩინოვნიკი გრძელვადიან მივლინებაში ჰყოფნის დროს გადმოიბირეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. დაკავებული სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ახდენდა უკრაინის მთავრობის წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ამ ყველაფერს ელეტრონული კავშირის არხებით  გადასცემდა რუსეთის მხარეს.

როგორც უკრაინული მედია აცხადებს, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული დიდი პატივისცემით სარგებლობდა უკრაინულ მთავრობაში.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქის ახალი ფუნქცია – “ფეიკ” პროფილების ამოცნობა
შემდეგი სტატიატრამპმა ათ თვეში 6-ჯერ მეტი ტყუიული თქვა, ვიდრე ობამამ 8 წელიწადში