უკრაინის მთავრობაში მყოფ ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ

უკრაინის მთავრობაში მყოფ ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ

ukarinaსაქართველოს პრეზიდენტი ყველა ქართველს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაშია, მოქალაქეობას ჩამოართმევს – ამის შეასხებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
“მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საუბარია კონსტიტუციისა ნორმასა და კანონზე. მისი გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, ჩვენ უკრაინულ მხარეს დავუკავშირდით და ოფიციალურად გვაცნობეს, რომ მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რომლის შემდეგაც ჩვენ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოვართვით. ახლა მსგავსი პროცედურები მიმდინარეობს დანარჩენი პირების მიმართ” – განაცხადა ელჩმა.

ამასთანავე, უკლებამ აღნიშნა, რომ მათ საკუთარი მოქალაქეობის აღდგენა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ შესაბამისი თხოვნით.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ჩარევა მოსამართლის მხრიდან
შემდეგი სტატიაქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციისთვის იბრძოლებს