უკრაინის მთავრობა ყურადღებით იყოს, თავად არ მოხვდნენ გასაცვლელ ტყვეებს შორის – მედვედევი

“ცალკეული გარეწრები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან მტკიცებულებების მოპოვება, მისი “სწრაფად და სამართლიანად” გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა.

ეს ადამიანები გარშემო ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ იყვნენ. ”

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელი ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიარამეგობრული ქვეყნები რუსეთის მიწოდების ქსელებს ანადგურებენ – პუტინი
შემდეგი სტატიარუსეთის საელჩო აშშ-ს – მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მარიუპოლზე დეზინფორმაციის გავრცელება