უკრაინის მოქალაქეების 89% ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას მშვიდობისთვის – Wall Street Journal-ის გამოკითხვა

უკრაინის მოქალაქეების დაახლოებით 89% მიუღებლად მიიჩნევს რუსეთთან პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიულ დათმობებს უკრაინას მშვიდობის მისაღწევად.
ამას მოწმობს ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა Wall Street Journal-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის NORC კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით.
გამოკითხულთა 66% დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ უკრაინის კონტროლის ქვეშ დააბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ მიიტაცა. ამასთან დაკავშირებით გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა გამოთქვა ეჭვი.
ნახევარზე ოდნავ მეტი – გამოკითხული უკრაინელების 53% – დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ რუსული ძალების განდევნას მთელი უკრაინიდან, მათ შორის ოკუპირებული ყირიმიდან და დონბასიდან.
გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (81%) ეწინააღმდეგება მოლაპარაკებებს რუსეთის ტერიტორიების დატოვების შესახებ, რომლებიც რუსულმა ჯარებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ წაართვეს – ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი.
გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ომში დაკარგეს ნაცნობები ან ნათესავები.
გამოკითხულთა ორმა მესამედმა აღიარა, რომ ომის გამო დაკარგა სამსახური ან საარსებო წყარო.
გამოკითხულთა 78% მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პასუხს რუსეთის შეჭრაზე. უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს სუსტად მიიჩნევს გამოკითხულთა 7%.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება