უკრაინის მონაცემებით, რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, მოკლულია 12 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 551 ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ეს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა წარმოადგინა შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართულ თემატურ შეხვედრაზე, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა.

კოსტინის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დოკუმენტურად უკვე დადასტურებული აქვთ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის თითქმის 130 ათასი ფაქტი, მათ შორის სექსუალური ძალადობის 301 შემთხვევა.

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ცნობით, სისტემატურ წამებას განიცდიან რუსეთის ტყვეობაში მყოფი პირები. ლუბინეცის თანახმად, დადასტურებული აქვთ სულ მცირე 14 ათასი ასეთი შემთხვევა.

შვეიცარიაში მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართა. რუსეთი სამიტზე მიწვეული არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – 37 000 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას – 800 ლარით