უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ლეგიონი რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს

უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა ლეგიონმა სვობოდა როსიი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდა.

“მივმართავთ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეებს!

ზურგში თბილად მოკალათებული პოლიტიკური ხელმძღვანელები მოგიწოდებენ არ ჩაბარდეთ ტყვედ და თავი აიფეთქოთ საკუთარ ხელყუმბარაზე. ასობით რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცი უგულებელყოფს ამ ბრძანებას, ირჩევს სიცოცხლეს და არა, სიკვდილს ვიღაც პოლკოვნიკის მორიგი მედლისთვის ან გერასიმოვის ახალი სახლისთვის.

ეს გადაწყვეტილება უაზრო სიკვდილის ჯანსაღი ალტერნატივაა.

მოვუწოდებთ რუსეთის ყველა სამხედროს ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ისე, როგორც ეს თქვენმა ამხანაგებმა ქნეს. ვისაც სურს გააგრძელოს ომი რუსეთის ნორმალური მომავლისთვის, რჩება არჩევანი შემოუერთდეს ლეგიონს. ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან, ვინც მზად არის კრემლის წინააღმდეგ იარაღი აღმართოს”. – წერია ლეგიონის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დრონებით იერიშები მიიტანეს
შემდეგი სტატიანიკოლაი პატრუშევი: ამერიკელებმა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა მოაწყვეს