უკრაინის მხარდასაჭერად საჩივრების საერთაშორისო კომისიას საქართველოც შეუერთდა

საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად საჩივრების საერთაშორისო კომისიას შეუერთდა, თუმცა ეს ქვეყანას სრულფასოვან მხარდამჭერად ჯერ კიდევ არ აქცევს. წინ კიდევ ერთი და გადამწყვეტი ნაბიჯია. მაკა ბოჭორიშვილის მიერ ჰააგაში გაკეთებული ხელმოწერა საქართველოში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ეს მთავარი წინაპირობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო კომისიამ მუშაობა შეძლოს, უკრაინის საჩივრები განიხილოს, შეაფასოს და განსაზღვროს იმ კომპენსაციის ოდენობა რაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის ომით მიყენებული ზიანის სანაცვლოდ იქნება გადასახდელი.

საქართველოს შეერთება ევროსაბჭოში დადებითად აღიქვეს. გენმდივანი ალან ბერსე ხელმომწერ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საკუთარ ქვეყნებში მხარდაჭერის რატიფიკაცია რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხონ. კომისიას მუშაობისთვის 25 ქვეყნის რატიფიკაცია სჭირდება. იქნება თუ არა პირველ 25ს შორის საქართველო. ხელმოწერის დადასტურებას წინ წესით არაფერი უნდა უძღოდეს. კითხვა შალვა პაპუაშვილს დავუსვით.

საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი უკრაინულ მედიაშიც უკვირთ. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის ანტიდასავლური ნაბიჯებისა თუ რიტორიკის ფონზე გაჩნდა კითხვა – რა მიზანია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მიღმა. განსხვავებული აზრების მიუხედავად ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ ივანიშვილის პარტია უკრაინის მხარდაჭერაში გულწრფელი არ არის. ის ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაზიანებული იმიჯის გამოსწორებას ცდილობს ან საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში ნამდვილად არ წყდება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: “პროკურატურა გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით დროს ითხოვს”
შემდეგი სტატია“მათივე კანონში თვითონვე აიხლართნენ” – უწყვეტი პროტესტის 386-ე დღე