უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

„გათავისუფლებულ იქნას გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან, საკუთარი სურვილით“, – ნათქვამია განკარგულებაში.

გია გეწაძე აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა. ის პასუხისმგებელი იყო ანტიკორუფციულ საქმიანობაზე და სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურების რეფორმირებაზე.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტი „საქართველოს ფოსტისთვის“ კადრებს მოამზადებს
შემდეგი სტატიაროგორ და რატომ დაიღუპნენ რუსი ჯარისკაცები სირიაში