უკრაინის მიგრაციული სამსახური: სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების მყარი საფუძველი გაგვაჩნია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი სამართლებრივი სტატუსის საკითხს იგნორირებას უკეთებს, ამიტომ უკრაინის სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურს უკრაინიდან მისი გაძევების მყარი საფუძველი გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს, უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის მთავარი სამმართველოს ლვოვის ოლქის კანცელარიას 4 პირმა, რომლებმაც არ წარმოადგინეს პირადობის დამასტურებელი საბუთი, მიხეილ სააკაშვილის სახელით გადასცეს მისი განცხადება “დამატებითი დაცვით უზრუნველყოფის შესახებ”. ამ განცხადებას თანდართული ჰქონდა უკრაინის მოქალაქის პასპორტის ასლი. მიგრაციული სამსახურის მთავარმა სამმართველომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის თხოვნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, დოკუმენტი კანონის დარღვევით იყო შედგენილი”.
“ამჟამად სააკაშვილი თავისი სამართლებრივი სტატუსის საკითხს იგნორირებას უკეთებს, ამიტომ უკრაინის სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურს არგუმენტირებული საფუძველი გააჩნია მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების თაობაზე მიმართოს კომპეტენტურ სტრუქტურებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატია(ვიდეო) „უმუშევარი, გალოთებული სახლში იჯდა” – ქუცნაშვილის პასუხი მეჭიაურს