უკრაინის მიერ შემოთავაზებული საგზაო რუკა საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები ექსპორტზე – სტეფანიშინა

უკრაინის მიერ შემოთავაზებული საგზაო რუკის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებს ქვეყნებთან, რომლებმაც შემოიღეს შეზღუდვები უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„ევროკომისიამ შეასრულა თავისი დანაპირები, არ გაეხანგრძლივებინა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა ხუთ მეზობელ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ სტატისტიკური მონაცემები არ ადასტურებენ შიდა ბაზრისთვის რისკების არსებობას. თუმცა, ვითარება დაძაბული რჩება, რის გამოც უკრაინამ შესთავაზა საგზაო რუკა ამ ხუთ ქვეყანაში ექსპორტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

banner
წინა სტატიაშისოჭი-მოსკოვის ავიარეისზე მგზავრები დაუშვეს, მაგრამ არაკონდიცირებულ სალონში ალოდინებენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი საზღვარგარეთ არ წარმოადგენს საქართველოს იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც კონსტიტუციაშია – ვოლსკი