18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო. ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 8 მაისს მომწოდებლებმა ბირჟაზე 32 640 ტონა ბენზინი გაყიდეს, რაც წინა დღესთან შედარებით 5,9%-ით ნაკლებია. A-92 მარკის ბენზინის გაყიდვები 8,9%-ით შემცირდა (20 340 ტონამდე). A-95 მარკის გაყიდვები მცირედით, 1,5%-ით გაიზარდა (12 240 ტონამდე). ამავდროულად, დაუკმაყოფილებელმა მოთხოვნამ A-92-ზე 23 460 ტონას მიაღწია, ხოლო A-95-ზე – 26 340 ტონას.

მოხმარების პიკური სეზონის წინ ბაზარზე A-95 მარკის ბენზინის დეფიციტი უკვე აშკარაა. როგორც წესი, ზაფხულში ამ მარკის საწვავზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, რადგან საკურორტო სეზონზე მომხმარებლები მეტად იყენებენ მსუბუქ ავტომობილებს, რომლებიც სწორედ A-95-ზეა გათვლილი.

დეფიციტი გამოწვეულია მსხვილ ქარხნებში ჩატარებული „დაუგეგმავი რემონტით“ და ნავთობპროდუქტების წარმოების შემცირებით. რემონტი შესაძლოა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს. მაისის დასაწყისში მიწოდების ვადები საშუალოდ 2-4 კვირით გაიზარდა. ეს ვითარება ბაზრის მონაწილეებს უზღუდავს საკმარისი მარაგების შექმნის შესაძლებლობას, რაც ზრდის ზაფხულში საწვავის კრიზისის რისკს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი წმინდა სინოდს მიმართავს თხოვნით, „არ გადადონ“ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს